ებრაული ენა (עברית

, განეკუთვნება სემიტურ ენათა ქანაანურ ჯგუფს. ებრაული ენის უძველესი ძეგლებია: ბიბლია, ეპიგრაფიკული ძეგლები (გეზერის კალენდარი - ძვ. წ. X ს., შილოახის წარწერა - ძვ. წ. Vii ს.), ოსტრაკა (სამარიიდან - ძვ. წ. Viii ს., ლახიშიდან - ძვ. წ. Vi ს.), პალიმფსესტი იუდას უდაბნოდან (ძვ. წ. Viii - Vii სს.), მონეტები, წარწერიანი საწონები. ძვ. წ. Vi საუკუნემდე ებრაული ენა საერთო-სახალხო ენა იყო პალესტინაში, რის შემდეგაც დაიწყო მისი არამეიზაცია (პირველყოვლისა - ქალაქებში

. ამ პერიოდში (ძვ. წ. Xii-ii სს.) ებრაული ენა ცნობილია როგორც ბიბლიის ებრაული ან
ძველი ებრაული. ახ. წ. Iii საუკუნემდე ებრაული ენა ჯერ კიდევ იხმარებოდა სოფლის მოსახლეობაში; ქალაქად მას იყენებდნენ მხოლოდ სწავლულები - რაბინები, რომლებაც შექმნეს "აკადემიური" ლიტერატურა: ბიბლიის კომენტარები და ბიბლიური კანონების დამატებანი ("მიშნა", "თოსეფთა", "მიდრაშები"). უფრო გვიან - იერუსალიმისა და ბაბილონის "თალმუდები" (iv-v სს.), ბიბლიის ტექსტების კითხვის წესებისა და ვოკალიზაციის ნიშნების კრებული "მასორა" (vi-vii სს.). ამ ლიტერატურის ენა ცნობილია როგორც რაბინული ებრაული ან მიშნის ებრაული. ძვ. წ. Iii- ახ. წ. Ii საუკუნეების ხანისაა იუდას უდაბნოში (ყუმრანისა და მურაბათის ხეობები

აღმოჩენილი გრაგნილები, ოსტრაკა, ასევე ნახალ-ხევერში ნაპოვნი კ
ორესპონდენცია. ბიბლიის შემდგომი ებრაული ლიტერატურის ენა საშუალო ებრაულადაა ცნობილი. ამის შემდეგ იწყება თანამედროვე ებრაულის ხანა (ზოგჯერ მას უსწოროდ "ძველებრაულს", "ივრითს" უწოდებენ, რაც ებრაულად "ებრაულ ენას" ნიშნავს

. თანამედროვე ებრაული ენა გაცოცხლებული ბიბლიის ენაა, რომელზედაც Xix საუკუნის ბოლოდან სისტემატურად იქმნება ლიტერატურა (მხატვრული, სასწავლო, პერიოდიკა

, ხოლო ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ (1948) ამ სახელმწიფოს ოფიციალური ენაა
This obvously means...
but noticeable differences (such as the size of his character and smooth animation - still considered it positive, when the protagonist is the third screen, and constantly stayed on the move).
egovskaya version, probably due to the fact that it can be called 16-bit only because of the graphics. Colors resulting from the passage had been cut?
to a minimum, and tsvetastye subtropical jungle become!